Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ნაციონალური მოძრაობა გაიყო
Civil.ge
12 January 2017, 16:05

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაიყო მას შემდეგ, რაც 12 იანვარს პარტიას, რომელიც უმსხვილესი ოპოზიციური ჯგუფია პარლამენტში, ლიდერების დიდი ნაწილი გამოეყო ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების ჯგუფთან ოთხთვიანი მზარდი დაპირისპირების შედეგად და ახალი ძალის შექმნა გამოაცხადა, რომელიც 2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის დაიწყებს მზადებას.

ეს გადაწყვეტილება წინ უძღვის ნაციონალური მოძრაობის სადავო ყრილობას, რომელიც 20 იანვარს იგეგმება და გამოცხადდა ერთი კვირის თავზე, რაც თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლდა.

"პასუხისმგებელი ამ დანგრევაზე არის ერთი ადამიანი - ის ადამიანი, რომელმაც ეს პარტია შექმნა", - განაცხადა გიგი უგულავამ ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებლის სააკაშვილის მისამართით, რომელიც მისი თქმით, "უკვე აღარ ასხივებს ლიდერობას".   

"ჩვენ ნოლიდან დავიწყებთ იმ მოძრაობას, რომელიც აუცილებლად შეცვლის ამ მავნებლურ რეჟიმს - ამის პირობას გაძლევთ", - განაცხადა მან.  

"იქეთ რჩება ნაციონალური პოპულიზმი და აქეთ რჩება პროგრესი და თავისუფლება", - დასძინა უგულავამ.

გაგრძელება იქნება

highlightSearchTerms('maintext','', 'yellow'); highlightSearchTerms('titletext','', 'yellow'); უახლესი ამბები
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი